სოციალური ფაშიზმი, როდესაც ადამიანებს განასხვავებ ქონებრივი მდგომარეობითა და სოციალური სტატუსით და განსხვავებულ წესებს უდგენ მათ, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ სოციალურ ქსელში დაწერა.
შეგახსენებთ, 24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრული მოცულობით არ შემსუბუქდება. გაიხსნება მოლები, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. არ გაიხსნება ბაზრობები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი როგორც ქალაქში, ისე საქალაქთაშორისო.