გიორგი გუგავა პარტიების დაფინანსებაზე: “ლეიბორისტების” წინააღმდეგ სადამსჯელო კანონი მიიღეს

“ლეიბორისტების” წინააღმდეგ სადამსჯელო კანონი მიიღეს, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ პარტიების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რომლის განხილვაც პარლამენტში მიმდინარეობს.

“გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიიღეს არის იმ პარტიის, კონკრეტულად “ლეიბორისტული პარტიის” წინააღმდეგ მიღებული, რომელიც არ შეეპუა, არ დამორჩილდა, არ გაურიგდა ივანიშვილს, არ აღიარა გაყალბებული არჩევნების შედეგები და არ შევიდა არალეგიტიმურ პარლამენტში.

იმის მიუხედავად, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა არსებობდა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში ცალკე პუნქტად იყო შეთანილი, რომ გაიწვიეთ ეს კანონპროექტიო, ამის მიუხედავად პარლამენტმა მიიღო სადამსჯელო კანონი, რომელიც ითვალისწინებს პარტიის ფუნქციონირების აკრძალვას. ასეთი დიქტატორული გადაწყვეტილებები იყო წინა საუკუნის 30-იან წლებში, ასე მოიქცნენ “ბოლშევიკები”, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, ასე მოიქცა ჰიტლერი, როდესაც 1934 წელს აკრძალა სხვა პოლიტიკური პარტიები. სწორედ ასე იქცევა დიქტატორი ოლიგარქი”, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

შეგახსენებთ, პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის განხილვა გაიმართა. რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში, “საარჩევნო კოდექსში” და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...