გიორგი გუგავა “მოქალაქეებს”: ნუ იტანჯებით, დაასრულეთ ოპოზიციონერობას თამაში და შედით პარლამენტში

ნუ იტანჯებით, დაასრულეთ ოპოზიციონერობას თამაში, შედით პარლამენტში და მიიღეთ ის რასაც გიმზადებენ, – ასე მიმართავს “რუსთავი 2” -ის ეთერის საშუალებით “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ალეკო ელისაშვილის პარტიას.

“შევწუხდი პარტია “მოქალაქეების” ცოდვით, შედით თქვე კაი ხალხო თუ ასე გინდათ შესვლა პარლამენტში. დაგვანებეთ თავი, ხომ არ შეიძლება ამისთვის ალია-ბალია, რაღაცები მოიგონოთ, ზოგს რაღაც დააბრალო, შიდა საუბრები გამოიტანო, შეურაცხყოფები მიაყენო ხალხს, კოლეგებს, შენ ამომრჩეველს?! შედი, დაასრულე ეს ვაება და ტანჯვა, ნუ იტანჯებით და ჩვენც დაგვანებეთ თავი!

შესვლა გინდა ბატონო?! შედი, გელოდებიან იქ, მიიღეთ ის რასაც გიმზადებენ და დაასრულეთ ოპოზიციონერობას თამაში. ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილება ცნობილია და მოტივირებულია ხალხის გადაწყვეტილებით. ხალხის დაკვეთას ვასრულებთ და ახლა მოტივებით, რომ გაწიკწიკებულ საარჩევნო კოდექსს გამომატანენ და არიქა ავშენდებით და ამ ქვეყნებში არჩევნების გაყალბება დასრულდებაო, ეს არის სისულელე ჩემო ბატონებო. არჩევნებს კოდექსი კი არა შეუვალი და მტკიცე ხალხი იგებს! თუ ვაჩვენებთ ამ სიმტკიცეს ჩამოიშლება ეს ოლიგარქიიული ხუხულა”, – თქვა გიორგი გუგავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად