გიორგი გუგავა: მმართველი პარტიის კანდიდატების რეკლამები 90-იანი წლების პანაშვიდის ცნობებს გავს, რეგიონულ ტელევიზებზე რომ გადიოდა

“ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ, “ფორმულას” ეთერში, მართველი პარტიის კანდიდატების ვიდეორგოლები 90-იანი წლების ნეკროლოგის ცნობებს შეადარა.

“ახლა რეკლამები გადის, 90-იან წლებში რეგიონალურ ტელევიზიებში გადიოდა პანაშვიდისა და გარდაცვალების შესახებ ცნობები, ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, მაგრამ დაახლოებით ამას გავს რეკლამები ე.წ კანდიდატებისა სახლისუფლებო პარტიიდან.

წარმოგიდგენიათ სად დავბრუნდით? ჩვენ დავბრუნდით ბოლშევიკების პერიოდში, როდესაც ერთი მმართბელი პარტია დაირაზმებოდა საქარხნო რაიონიდან, ლენინის რაიონიდან, ორჯონიკოძია რაიონიდან და ასე ირჩევდნენ ერთპარტიულ პარლამენტს”, – განაცხადა გუგავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად