გიორგი გუგავა: მეუფე პეტრე “ნაცმოძრაობასთან” იყო დაკავშირებული

ამის შესახებ, “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ “მთავარ არხში” განაცხადა, სადაც ბოლო დროს საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

“მეუფე პეტრე აფილირებული იყო ნაციონალურ მოძრაობასთან. ასე ბევრი იყო “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გარკვეული პერიოდი და პირდაპირ ამბიონებიდან ქადაგებდნენ, მარტო ის არ იყო.

ბევრი იყო ასეთი. ბატონი ნუგზარ წიკლაური ამას არ დააასტურებს, ბუნებრივია. მეტსაც გეტყვით, ეს საზოგადოდ ცნობილია, ისევე როგორც მეუფეებს, პირდაპირ დაველება მისცეს რომ “ქართული ოცნების” მაისურები გადაეცვათ და მღვდლებს ასე ერბინათ ქუჩებში სამარცხვინოდ”,-ამბობს გუგავა.

აღნიშნული მოსაზრება უარყო, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა და განცხადა:

“არ არსებობს ამის არანაირი ფაქტი, პოლიტიკური აფილირება გამორიცხულია. ხაზგასმით ვამბობ არნაირი პოლიტიკური მოკავშირე არ ყოფილა ეს ადამიანი”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად