გიორგი გუგავა: მერაბიშვილი ოპოზიციის ლიდერი ვერანაირად ვერ იქნება

მერაბიშვილი ოპოზიციის ლიდერი ვერანაირად ვერ იქნება, – ასე პასუხობს “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა “აიპრესის” შესაბამის კითხვას.

“აიპრესი”: მერაბიშვილს როგორ უყურებთ, განიხილავთ თუ არა მას ოპოზიციის ლიდერად?

გიორგი გუგავა: ვანო მერაბიშვილმა მოიხადა ის სასჯელი, რაც ჰქონდა მისჯილი სასამართლოს მიერ. მას გააჩნია თავისი პოლიტიკური მიზნები , მაგრამ ჯერჯერობით ისიც არ გადაუწყვეტია, რომელ პოლიტიკურ ძალასთან აპირებს ბრძოლას და ეს რა თქმა უნდა მისი საქმეა, თუმცა ის ოპოზიციის ლიდერი ვერანაირად ვერ იქნება.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა. ის აპირებს აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას და განაცხადა, რომ ივანიშვილის მმართველობას ერთ წელში დაასრულებს, თუმცა რომელ პარტიაში იქნება – “ევროპულ საქართველოში”, “ნაციონალურ მოძრაობაში” თუ სადმე სხვაგან, ეს გადაწყვეტილება მას მიღებული ჯერ არ აქვს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად