გიორგი გუგავა: კუბოებით რომ გვემუქრება ხოლმე, მან თქვა გაზაფხულზე არანაირი ტალღა არ ყოფილაო, მაშინ რატომ ჩაგვკეტეს?!

კუბოებით რომ გვემუქრება ხოლმე, მან თქვა გაზაფხულზე არანაირი ტალღა არ ყოფილაო, და მაშინ რატომ ჩაგვკეტეს?! – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

“გაბრაზებული სახით რომ გველაპარაკება ხოლმე ეპიდემიოლოგი, კუბოებით რომ გვემუქრება ხოლმე მან განაცხადა, რომ გაზაფხულზე არანაირი პანდემიის ტალღა არ ყოფილა, მაშინ რატომ დაგვკეტეს და რატომ გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა?! რამაც გაანადგურა მცირე და საშუალო ბიზნესი. სამაგიეროდ ხეირი ნახეს, რამდენიმე მილიარდი ვალად აიღეს და ეს გადაურიცხეს საკუთარ სასტუმროებს და მშენებლობებს”, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად