გიორგი გუგავა: კორონას შიშით ხალხი შიმშილით დაგვეღუპება

ასე ეხმაურება “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუაგავა აგრარული ბაზრების დახურვის გადაწყვეტილებას.

“აგრარული ბაზრობების დახურვით 50 ათასამდე ადამიანი დარჩა უმუშევარი, შემოსავლის გარეშე. საზოგადოების ეს ფენა არის სოციალურად ყველაზე მეტად დაუცველი და მოწყვლადი.
მათვის, ბაზარში საქმიანობა ყოველდღიური სარჩო-საბადებელის მოპოვების საშუალებაა.
რეგიონებში აგრარული ბაზრობის დახურვა უფრო სავალალო შედეგს გამოიღებს, რადგანაც გლეხებს წაერთმევათ საშუალება გაყიდონ ან იყიდონ პროდუქტი, შენაური ცხოველი ან ფრინველი, ასევე სხვა ნაწარმი.
თუ, ეს ეპიდემიასთან ბრძოლისათვის აუცილებელი ღონისძიება იყო კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და თითეულ ოჯახზე დაარიგოს 1000 ლარი.
კორონას შიშით ხალხი შიმშილით დაგვეღუპება”, – წერს გიორგი გუგავა Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად