გიორგი გუგავა: ხელისუფლება ბანერებით ატარებს არჩევნებს, ჭაობიდან მომზირალი გომბეშოებივით გვიმზერენ

ეს განცხადება „ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენელმა გიორგი გუგავამ ტვ „პირველის” ეთერში გააკეთა. გუგავას თქმით ხელისუფლება ძალაუფლებას კარგავს და მის შესანარჩუნებლად თავს ოპოზიციას ესხმის.

„როდესაც ხელისუფლება კარგავს დასაყრდენს საზოგადოებაში, არ აქვს მისი მხარდაჭერა ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხელში იღებს ქვას და ამით ცდილობს გაუსწორდეს პოლიტიკურ ოპონენტებს. დააკვირდით მათ წინასაარჩევნო სტრატეგიას, არ აქვთ შეხვედრები მოსახლეობასთან, არ სწავლობენ და არ აინტერესებთ მათი პრობლემები და ის გამოწვევები რის წინაშეც დგას დღეს ჩვენი ქვეყანა. გადმოგვყურებენ ბანერებიდან, ბანერებით ატარებენ არჩევნებს და ჭაობიდან კმაყოფილი გომბეშოებივით გვიმზერენ ბანერებიდან და როდესაც წინასაარჩევნო აქტივობა აქვს ოპოზიცის, მათ ძალისმიერი მეთოდებით უსწორდებიან”, – განაცხადა გუგავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად