გიორგი გუგავა: ივანიშვილი რუსთაველზე დაღვრილ სისხლს ამართლებს და სინანულს არ გრძნობს

ივანიშვილი რუსთაველზე დაღვრილ სისხლს ამართლებს და სინანულს არ გრძნობს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ „აიპრესის“ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ რა რიტორიკაა ის, როდესაც ივანიშვილი ამბობს, გახარია მაგარი კაცია და თუ ის გადადგება შსს ფაქტობრივად ჩამოიშლება?

„ივანიშვილი მთლიანად ამართლებს რუსთაველზე დაღვრილ სისხლს და სინანულის გრძნობა არ აქვს ქართველთა დაღვრილ სისხლზე. ის დღეს მხოლოდ და მხოლოდ მტრის ინტერესებს წარმოადგენს, რათა დაიცვას საკუთარი თავი. დაიცვას საკუთარი ქონება და არაფრად არ ანაღვლებს საერთოდ ის მდგომარეობა, სადამსჯელო ღონისძიება რაც რუსთაველზე განახორციელეს.

ცდილობს წარმოაჩინოს სიტუაცია, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და „ოცნების“ ვიწრო პარტიული დაპირისპირება, მაშინ როდესაც ეს იყო პატრიოტი ქართველი ხალხისა და ივანიშვილის მოღალატე ხელისუფლებას შორის დაპირისპირება“, – ამბობს გიორგი გუგავა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...