გიორგი გუგავა: ეს ოპოზიციის გამარჯვება კი არა, იდეის გადარჩენა იყო, რაც საფუძვლად უდევს ჩვენს სახელმწიფოებრიობას

ეს ოპოზიციის გამარჯვება კი არა, იდეის გადარჩენა იყო, რაც საფუძვლად უდევს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა.

“ეს არ იყო ოპოზიციის გამარჯვება, ეს იყო იდეის გადარჩენა, რაც საფუძვლად უდევს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. 30 წლის წინ მოვიპოვეთ თანამედროვე სახელმწიფოს ფუნდამენტი. ჩვენ გვინდა ისეთი სახელმწიფოს აშენება, სადაც იქნება თავისუფლება, დემოკრატიული პრინციპები და სამართლიანობა. დიდი ხანია სამართლიანობა ამ ქვეყანას წაართვა ოლიგარქმა ივანიშვილმა, რაც სეეხება ტავისუფლებას – როდესაც მოქალაქეს ართმევენ უმთავრეს უფლებას – არცევანის უფლებას, იქ თავისუფლება დამთავრებულია.

როდესაც დღეს ვხედავდით ერთპარტიულ პარლამენტს, ეს დემოკრატიის დასასრულსაც ნიშნავს, ანუ ჩვენ დღეს ვუყურებდით გაცოცხლებულ ბოლშევიზმს და გაცოცხლებული კომუნიზმის ყრილობას. ეს გადაწყვეტილებები, რაც გაკეთდა, სწორედ ამ იდეის გადარჩენისათვის გაკეთდა”, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად