“ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი ძვირდება.
“დენის ტარიფი ძვირდება. პირველი საარჩევნო “საჩუქარი” ბიძინასაგან”, – წერს გიორგი გუაგავა.
Facebook მომხმარებლის კითხვაზე, როდიდან და რამდენით ძვირდება, გიორგი გუგავა განმარტავს:
“სემეკში შეიტანეს განაცხადები კომპანიებმა დენის ტარიფის გაძვირების შესახებ, სემეკი ვალდებულია ერთი თვის განმავლობაში გამოიტანოს გადაწყვეტილება. რამდენით გაზრდიან ჯერ არ არის ცნობილი, საუბარია 4 თეთრით გაძვირებაზე”, – წერს გიორგი გუგავა.
კომენტარები