გიორგი გუგავა: ჩვენი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები პოლიციამ გაიტაცა აქციიდან 

ჩვენი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები პოლიციამ გაიტაცა აქციიდან  და ვერ მივაკვლიეთ მათ გზას, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ “ტვ პირველს” განუცხადა.

“ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქციიდან გაიტაცეს. განგვიცხადეს, რომ გადაყვანილები არიან პოლიციის სამმართველოში. მოვედით და გვითხრეს, რომ აქ დაკავებულები არ არიან. ეს პრაქტიკულად გატაცებაა. გარდა იმისა, რომ უკანონოდ დააკავეს, მათ წაართვეს ადვოკატის სარგებლობის უფლება. დაკავებულები არიან დამი აქტივისტი – ქუმსიშვილი, გზირიშვილი და ნატრიაშვილი. გასაჩივრებული გვქონდა ტოტალური გაყალბების ფაქტები, რაც მოხდა საბურთალოს უბნებზე. ნაცვლად ამისა, ჩვენი წარმომადგენლები გამოყარეს საარჩევნო კომისიიდან. დააგორეს ჩვენი წარმომადგენლები კიბიდან და შემდეგ დააკავეს. ვერ მივაკვლიეთ მათ გზას”, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

შეგახსენებთ, ვაკეში საოლქო კომისიასთან “ლეიბორისტების” 3 წევრი დააკავეს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად