გიორგი გუგავა: არსებობს ვარაუდი რომ ივანიშვილმა დავით გარეჯი “რუსთავი 2”-ში გაცვალა

ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იკვეთება საქმეში, კერძოდ სტრასბურგის სასამართლო კოლეგიაში, რომელიც განიხილავდა რუსთავის საქმეს ერთ ერთი მოსამართლე იყო აზერბაიჯანიდან, როგორც სარწმუნო ინფორმაცია არსებობს სწორედ ის აქტიურობდა ამ შინაარსის გადაწყვეტილების მიღებაში. არსებობს ვარაუდი იმისა რომ ივანიშვილმა დავით გარეჯის გაცვალა რუსთავი 2 ში”,-წერს გიორგი გუგავა.

გიორგი გუგავა აღნიშნული კომენტარით სოციალურ ქსელში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის პოსტს ეხმაურება, სადაც შალვა ნათელაშვილი ევროპას აკრიტიკებს და წერს “ევროპამ ტრადიციულად ისევ გაგვყიდა. ამჯერად უკვე მერამდენედ რუსეთზე. მან ასე მიგვატოვა შუა საუკუნეებშიც ირანისა და თურქეთის პირისპირ,როდესაც ქეთევან წამებულს მკერდს შანთებით აგლეჯდნენ, ქრისტიანობისათვის ევროპულ,მაშინდელ, მრავალრიცხოვან ელჩობას ისპაჰანში ერთი პროტესტიც კი არ ამოცდენია”

“რუსთავი 2” -ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალებთი იხილეთ აქ: 6 ხმით ერთის წინაღმდეგ – სტრასბურგის გადაწყვეტილების დეტალები “რუსთავი 2” -ის საქმეზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...