გიორგი გრიგოლია: რატომ არის გერმანიაში covid19-ის მაღალი შემთხვევები და დაბალი სიკვდილიანობა

მიუნჰენის კლინიკის ქართველი ექიმი გიორგი გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, რატომ არის გერმანიაში covid19-ით დაინფიცირების მაღალი შემთხვევები და ასე დაბალი სიკვდილიანობა.

“მუდმივად ისმის კითხვა: რატომ არის გერმანიაში ასეთი მაღალი შემთხვევები და ასე დაბალი სიკვდილიანობა? რა არის COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ე.წ. გერმანული ფენომენი ? ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან დიდი სიფრთხილით მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოკრძალებული სუბიექტური მოსაზრება… რა თქმა უნდა, თქვენი შეხედულება დიდად მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას!

1. გერმანიამ, ჯერ კიდევ დეკემბერ-იანვარში გაათვითცნობიერა ჩინეთში მიმდინარე კორონა ვირუსის ეპიდემიის გავრცელების დიდი რისკი და იმ დროიდან დაიწყო მომზადება!!!

2. გერმანიაში სასწრაფოდ დაიწყო საკუთარი PCR-ტესტების გაძლიერებული ტემპებით დამზადება (მაგალითად ერთ-ერთი პირველი იყო Charité Universität-ში დამზადებული კორონა ვირუსის PCR ტესტი).

3. როდესაც SARS-Cov2 ვირუსის მიერ გამოწვეულმა პანდემიამ დაარტყა ევროპას, გერმანია მას შეხვდა უკვე მომზადებული PCR ტესტების რაოდენობით! კერძოდ იმ პერიოდისთვის, ყოველ კვირა, შესაძლებელი იყო დაახლოებით 160.000 ტესტირება !

4. მარტის დასაწყისში, გერანიაში, PCR-ტესტირების შესაძლებლობა იყო კვირაში დახლოებით 160.000, მაშინ როცა დიდ ბრიტანეთში PCR ტესტების შესაძლებლობა დაახლოებით 10.000-ს შეადგენდა.

5. გერმანიამ „გაიხსენა“ ძველი, გადანახული ეპიდემიასთან ბრძოლის გეგმა!!!

6. პანდემიის ტალღის დარტყმის პერიოდში, გერმანიას ასევე დათვლილი ჰქონდა ამ PCR ტესტების თვითღირებულება, რითაც შეუფერხებელი კავშირი დამყარდა ლაბორატორიებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის.

7. მთელს გერმანიში ტესტირების ფასები მკაცრად რეგულირდებოდა სახელმწიფოს მიერ!

8. ტესტირებების პროცესში ჩართულია 300 მდე ლაბორატორია!
მიმდინარეობს ფართომასშტაბური ტესტირება კლინიკების, ოჯახის ექიმების თუ სპეციალური ცენტრების დახმარებით! თუმცაღა აღსანიშნავია, რომ ტესტირება ხდება არა ქაოტურად, არამედ კონკრეტული ეჭვის არსებობის შემთხვევაში (ან კლინიკური ან სოციალური ფაქტორის მიხედვით)!

9. აღსანიშნავია, რომ პანდემიას გერმანია დახვდა დაახლოებით 27.000 ინტენსიური თერაპიის საწოლით, მაშინ როცა იტალიაში, ესპანეთში და საფრანგეთში ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობა დაახლოებით 2,5-ჯერ 3 -ჯერ ნაკლები იყო!

10. გერმანიის ცალკეული სამხარეო ჯანდაცვის სამინისტრო საკუთარ პასუხისმგებლობას იღებს პროცესების მართვაზე!

11. როგორც კი გამოცხადდა მსოფლიო პანდემია, გერმანიის ყველა საავადმყოფო, თუ რეაბილიტაციის კლინიკა-ცენტრი გადავიდა განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე.
გამოთავისუფლდა განყოფლებები და გადაკეთდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებად.
ასევე კლინიკების წინ გაიშალა მობილური-საველე ჰოსპიტლები (კარვები), როგორც პირველადი ბარიერი COVID-19 დიაგნოსტიცირებისთვის!

12. შედეგად, პანდემიის დაწყებიდან 1 კვირაში, გერმანიას ჰქონდა უკვე დახლოებით ინტენსიური თერაპიის 40.000 საწოლი !

13. კლინიკებში მაქსიმალურად შეიკვეცა გეგმიური მკურნალობის და დიაგნოსტიკის შესაძლებლობები!

14. ოპერაციული ჩარევა ხდება მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელ და მწვავე ინდიკაციების პეროდში! ანდა ონკოლოგიური ფაქტორის გათვალისწინებით!

15. პანდემიასთან ბრძოლის ცენტრი დაარსდა Charité Universität-ში და ბრძოლას სათავეში ჩაუდგა რობერტ კოხის ინსტიტუტი, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად!

16. კორონა ვირუსი მიერ გამოწვეული დაავადება COVID-19, ფილტვების ანთებით შეიძლება გართულდეს, ეს გართულება კი საჭიროებს ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში მკურნალობას…
იტალია, ესპანეთი და ცოტა მოგვიანებით საფრანგეთიც პანდემიის ტალღის დარტყმის დროს აღმოჩნდნენ ინტენსიური თერაპიის საწოლების ნაკლებობით!!!

17. ეს გახდა მიზეზი, რომ ამ ქვეყნებში დაიწყო ე.წ. პაციენტების შერჩვითი ინტუბირება! …. კერძოდ, ხელოვნურ მართვით სუნთვაზე გადაჰყავთ პაციენტები 65 წლის ქვემოთ!

18. ამ ტრაგიკული ქმედების გაგრძელებაა ის, რომ გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ზემოთხსენებულ ქვეყნებში!!!
გერმანიას კი ამ დროს გაცილებით მეტი ინტენსიური საწოლების რაოდენობა აღმოაჩნდა ვიდრე ესაჭიროებოდა.
ამან განაპირობა ის ფაქტი რომ გერმანია, საკუთარ კლინიკებში, სამკურნალოდ იღებს მეზობელი ქვეყნებიდან პაციენტებს!

19. გერმანიამ პანდემიის ტალღის დარტყმის დროს მოახდინა კორეის სისტემით პრევენციის გატარება, რაც ნიშნავდა: მთელს ქვეყანაში საეჭვო შემთხვევაში მაშინათვე ტესტირება, ანუ ე.წ. გაფართოებული ტესტირება და დაინფიცირებულების იზოლაცია!!!

20. პაციენტები COVID-19 მსუბუქი ფორმით იზოლაცია სახლში, საშუალო და მძიმე მიმდინარეობით, ანდა თუკი სახლის პირობები შეზღუდულია, მაშინ საავადმყოფოში!

21. მთელს გერმანიაში, პირველივე დღიდანვე დაიწყო ფართომასშტაბური ტესტირება PCR მეთოდით , მაშინ როცა იტალიამ, ტესტირებები დაიწყო პირველ ეტაპზე რეგიონალურად (სამხრეთ ტიროლის და ლომბარდიის რეგიონი) !!!

22. იტალიასა და ესპანეთში, სოციალური კავშირები ანუ ოჯახური ფაქტორები გაცილებით მჭიდროა ვიდრე გერმანიაში. ეს ნიშნავს, რომ იტალიაში, ძალიან ხშირად, ერთ ჭერქვეშ რამოდენიმე გენერაცია ცხოვრობს.
უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ახალგაზრდა გენერაციამ გაუთვიცნობიერებლად დააინფიცირა მოხუცებული გენერაცია, მრავალი მათგანისთვის კი ეს დაავადება აღმოჩნდა სასიკვდილო განაჩენი! (გარდაცვლილთა საშუალო ასაკი იტალიაში დაახლოებით 81 წელია).

23. ასევე გასათვალისწინებელია იტალიის და ესპანეთის მოსახლეობის მჭიდრო სოციალური კავშირები (სამეზობლო, სანათესაო, სამეგობრო…. და ა.შ.), რამაც ვფიქრობ რომ დაავადების სწრაფ გავრცელებას დიდად შეუწყო ხელი.

24. გერმანიის ხელისუფლებამ უდიდესი მხარდაჭერა აღმოუჩინა კერძო სადაზღვევო კომპანიებს, 75-80% თანადგომით

25. რაც შეეხება მკურნალობას, აქაც ამუშავდა “გემანული მანქანა”:
-ფართომასშტაბურად მიმდინარეობდა მკურნალობა უკვე სხვა ვირუს-დაავადებების დროს აპრობირებული ანტივირალური მედიკამენტებით,
-იმუნური სისტემის გასაძლიერებელი საშუალებებით (იმუნომოდულატორები) და
-ზოგადად ფილტვის ფუნქციის გასაუმჯობესებელი თერაპია, განსაკუთრებით ფილტვის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში!

26. რა თქმა უნდა, დიდი როლი ითამაშა ხალხის ზოგადად ფსიქოლოგიურმა მომზადებამ, კერძოდ რაციონალური, „ცივი თავით“, სრული სიმართლის თქმა. იმ მოლოდინის, თუ რისკ ფაქტორების შესახებ ინფორმირება, რომელიც ახლავს ამ ვერაგ პრობლემას!!!

27. ფინანსური დახმარებები მოსახლეობას, განსაკუთრებით პატარა ბიზნესების მქონე ფირმებს!” – წერს გიორგი გრიგოლია ფეისბუქში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად