გიორგი გოგელია: სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის გადაწყვეტილება არა ექიმებმა, არამედ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, პრემიერმა და შსს-მ უნდა მიიღოს

სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის გადაწყვეტილებას ვერც ექიმები წყვეტენ და ვერც ჯანდაცვის სამინისტრო. ეს არის სულ სხვა უწყება, ის უნდა გადაწყვიტოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, მერე პრემიერ-მინისტრმა და მერე შინაგან საქმეთა სამინისტრომ. – ამის შესახებ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრმა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე, როგორც ნებისმიერი ექიმის. ამ შემთხვევაში ის იქცეოდა როგორც ექიმი და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწე, ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია გადაყვანილი იყოს პოლიპროფილურ კლინიკაში.

მე დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ქალბატონი ეკატერინე დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რაც იყო იქ ნათქვამი. აქედან რამდენიმე ექსპერტი წავა გლდანის ციხეში.

100%-ით ყველა ექიმის ჩათვლით, მინისტრის და მინისტრის მოადგილის აზრი ემთხვევა ერთმანეთს. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის გადაწყვეტილებას ვერც ექიმები წყვეტენ და ვერც ჯანდაცვის სამინისტრო. ეს არის სულ სხვა უწყება, ის უნდა გადაწყვიტოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, მერე პრემიერ-მინისტრმა და მერე შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ამ შეხვედრიდან დამრჩა პოზიტიური შთაბეჭდილება იმის თაობაზე, რომ ქალბატონი ეკატერინე და მისი მოადგილე ბევრად უფრო ახლოს არიან ექიმების პოზიციასთან, ვიდრე პოლიტიკური წარმომაგდგენლები“,- განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

კომენტარები
იტვირთება...