გიორგი ღიბრაძე: საქართველოში ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოსვლისას PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან

საქართველოში ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოსვლისას PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებული და ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოდიან, PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან”,-აღნიშნა ღიბრაძემ.

კომენტარები
იტვირთება...