გიორგი გამსახურდია პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვა

ორშაბათს, 10 დეკემბერს, პოლონეთში საქართველოს საელჩოს პოლიციის ატაშე გიორგი გამსახურდიას ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.

გიორგი გამსახურდია მედლით პოლონეთის პოლიციის წინაშე დამსახურებისთვის დაჯილდოვდა. მისი დახმარება მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამა წლის ოქტომბერში ლოძში მოკლული 28 წლის პოლონელის პაულინა დინკოვსკას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქუთაისელი მამუკა ხეცურიანის ძებნის და შემდეგ, კიევში, მისი დაკავების ოპერაციის დროს. ამჟამად დაკავებულის პოლონეთის მხარისთვის გადაცემის პროცედურა მიმდინარეობს.

ცერემონიის დროს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პოლონეთში ილია დარჩიაშვილს მისალოცი წერილი გადასცეს.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად