გიორგი გახარიასთან შეხვედრას ხორვატიის პრემიერი “ტვიტერში” ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დავოსში გამართულ შეხვედრას ხორვატიის პრემიერი ანდრეი პლენკოვიჩი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

“საქართველოს პრემიერს ვესაუბრე პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ თანამშრომლობაზე საქართველოსა და ხორვატიას შორის, ევროკავშირის საბჭოში ხორვატიის პრეზიდენტობის პრიორიტეტებზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის უმაღლესი დონის შეხვედრის მიზნებზე, რომელიც ივნისში ბრიუსელში გაიმართება”, – წერს ანდრეი პლენკოვიჩი “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად