გიორგი გახარიას “ტვ პირველთან” აქციით დახვდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას “ტვ პირველის” დიღომის სტუდიასთან” აქციით დახვდნენ. აქციის მონაწილეები 20 ივნისიდან მოყოლებული მის გადადგომას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ მას არ აქვს უფლება მინისტრის თანამდებობაზე იყოს. აქციის მონაწილეები თვალებზე ახვეული ლენტებით დახვდნენ, იმის საილუსტრაციოდ, რომ გახარიას უწყებამ აქციის მონაწილეებს თვალები დასთხარა.

გიორგი გახარია დღეს გადაცემა “რეაქციის” სტუმარი იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...