გიორგი გახარიას პასუხი ჟურნალისტს კალაძეზე დასმულ კითხვაზე: ჭორაობთ?!

“კახა კალაძესთან დაკავშირებით, რომ გვითხრათ. მან თავის მეგობარს 1 ლარად გადასცა 16 მილიონიანი ქონება. საგამოძიებო უწყებაში ამის შესახებ გამოძიება უკვე დაიწყო”, – ამ კითხვით მიმართა პრემიერმინისტრ, გიორგი გახარიას, ჟურნალისტმა, რაზეც გახარიამ კითხვითვე უპასუხა:

-ჭორაობთ?

-არა არ ვჭორაობ, ეს რეალური განცხადებაა. 

-კარგი. ბატონი კახი კალაძე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია, ძლიერი მენეჯერი, თბილისის საუკეთესო მერი, წარმატებული მერი რომელიც უამრავ ღირსშესანიშნავ პროექტებს ანხორციელებს ქალაქში. ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული პოლიტიკოსია ამ ქვეყანაში. ყველაფერი რასაც თქვენ ამბობთ, ეს არის კომენტარის გულისთვის მოყვანილი რაღაც.

-არა. აქედან გამომდინარე არ არის დაძაბულობა ბიძინა ივანიშვილსა და კალაძეს შორის? 

-გუნდში არ არსებობს არანაირი დაძაბულობა

-წინაზე რომ არ ესწრებოდა კალაძე უმრავლეს.ობის ხდომას?

-მას თავისი საქმე ჰქონდა. რაც უფრო მეტი ძლიერი პოლიტიკოსი, მსგავსი როგორიც კალაძეა, გვეყოლება გუნდში მით უფრო წარმატებული იქნება “ქართული ოცნება”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად