გიორგი გახარიამ შსს-ს თანამშრომლებს ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის წრდგენისას განაცხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტოს იმ ღონისძიებებისთვის, რომელიც მიიღო და მოუწია პანდემიასთან ბრძოლაში ჩართვის თვალსაზრისით. ამაში იყო ჩართული 10 000 ქართველი პოლიციელი და ისინი ამაგრებდნენ 130-ზე მეტ ბლოკპოსტს. არაფერს ვამბობ კომენდანტის საათისა და სხვადასხვა სახის მათთვის არასპეციფიკური ფუნქციების შესრულების თვალსაზრისით. ეს ხალხი იყო ბრძოლის წინა ხაზზე, ეს ხალხი იყო ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე. რა თქმა უნდა, მათ ეკუთვნით უაღრესი მადლობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ.

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე “კოვიდ-19” -ის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს. პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყო.

დღევანდელ პლენარულ სხდომას ესწრება საპარლამენტო ოპოზიციაც. კითხვები, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები პრემიერს უსვამენ, შეეხება ქვეყანაში შექმნილ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ გეგმას, მოსახლეობისთვის კომპენსაციის მიცემის წესს და ა.შ. მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, მოსალოდნელია, რომ საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენისას მწვავე პოლიტიკური დისკუსია იქნება, თუმცა, მიაჩნიათ, რომ ქვეყანამ პანდემიას თავი ღირსეულად გაართვა.

შეგახსენებთ: პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლას საპარლამენტო ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში ითხოვდნენ, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ხელმეორედ გამოცხადდებოდა, მთავრობის მეთაური დეპუტატების წინაშე ანგარიშვალდებული იყო, რომ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა. აღნიშნულის გარდა, გიორგი გახარიას დეპუტატების წინაშე საჭირო შეკითვებზე პასუხების გაცემა მიმდინარე კვირაში, მეორედ, 29 მაისს მოუწევს. პრემიერ- მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით ოპოზიციამ დაიბარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად