გიორგი გახარიამ პარტია “საქართველოსთვის” პროგრამა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: რიყის, დარჩელის და ანაკლიის მოსახლეობასთან განიხილა

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში, დარჩელში და ანაკლიაში ჩავიდა.

გიორგი გახარიამ ადგილობრივ მოსახლეობას პარტია “საქართველოსთვის” პროგრამული ხედვები გააცნო. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროგრამის კომპონენტზე “რეგიონები საქართველოსთვის”, მათ შორის სამეგრელოში ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნაზე, მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ახლებურ მიდგომებზე. ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.

გიორგი გახარია მოსახლეობას პარტიის წევრებთან ალექსანდრე მოწერელიასთან, ბერდია სიჭინავასთან, დავით ფარცვანიასთან, მალხაზ თორიასთან და გეგა შენგელიასთან ერთად შეხვდა.

კომენტარები
იტვირთება...