გიორგი გახარიამ ოზურგეთის მერობის კანდიდატად გია ცეცხლაძე წარადგინა

ოზურგეთში, პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული ოფისი გაიხსნა. პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ მერობის კანდიდატად გია ცეცხლაძე წარადგინა. როგორც მან განაცხადა, ცეცხლაძე კეთილსინდისიერი საჯარო მოხელის განსახიერებაა.

„ოზურგეთში ვხსნით ოფისს და ჩათვალეთ, რომ ოზურგეთში საარჩევნო კამპანიას ერთად ვიწყებთ. ჩვენ ახალი პარტია ვართ და შესაბამისად ერთდროულად გვიწევს, როგორც პარტიული ორგანიზაციების ჩამოყალიბება რეგიონებში, ასევე, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, მაგრამ ოზურგეთი განსხვავებულია იმით, რომ საერთოდ არ გვქონია აქ არანაირი დიდი ფიქრის აუცილებლობა, ვინ უნდა ყოფილიყო აქ ჩვენი სახე. ამიტომ, ამ ადამიანს ყველა იცნობთ. ეს არის კეთილსინდისიერი საჯარო მოხელის განსახიერება. რამდენი ხანია ასე ემსახურება ქვეყანას. მე უაღრესად ბედნიერი ვარ და ჩემთვის პატივია, რომ ის დღეს ჩვენთან ერთად დღეიდან გააგრძელებს, ქვეყნის და სახელმწიფოს მსახურებას. აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ ამას. გარდა ამისა, თქვენთან ერთად დარწმუნებული ვარ წარმატებაში და გამარჯვებაში. აგიხსნით რატომ, ჩვენი ყველას, ვისაც ჩვენს გვერდით ხედავთ, მთავარი მიზანი გახლავთ ძლიერი სახეომწიფო. ჩვენ თუ ამ 30 წლის შემდეგ, ერთი და იგივე წრეზე სიარული არ გავარღვიეთ და არ შევქმენით ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ წინ ვერ წავალთ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები
იტვირთება...