გიორგი გახარიამ კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტული სფეროს სიღრმისეული მონიტორინგი დაავალა

მე, პირადად მაქვს დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, რომ ფარმაცევტული სფეროს მონიტორინგის პროცესი განხორციელდეს სიღრმისეულად”,  – განუცხადა ჟურნალისტებს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ ფარმაციის სფეროს მონიტორინგის შუალედურ შედეგებთან დაკავშირებულ შეხვედრაზე.

მისი თქმით, როცა მონიტორინგის პროცესი დასრულდება მომხმარებლის წინაშე დეტალური ანგარიშით წარსდგებიან.
„მონიტორინგის პროცესი დაწყებულია მიმდინარე წლის დასაწყისიდან. დღეს ჩვენ ვმართავთ შეხვედრას სფეროს წარმომადგენლებთან, ასევე სპეციალისტებთან, ჩამოსული არიან ექსპერტები, პროგრამის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს კონკურენციის სააგენტო, რათა მათი მხრიდანაც მოხდეს ევროპული გამოცდილების გაზიარება.

ორი მთავარი საკითხი: პირველი – საუბარი იქნება იმაზე, წლის დასაწყისიდან დღემდე სააგენტოს მხრიდან  მონიტორინგის პროცესის რა ჩარჩო გვაქვს გაკეთებული, თუ როგორ არის ფასები განსაზღვრული, თუ როგორ ვთანამშრომლობთ კომპანიებთან და რა ინფრომაციები გვაქვს მიღებული; ასევე, ვისაუბრებთ იმ მეთოდოლოგიურ მიდგომებზე, რომელიც ეყრდნობა ევროპულ გამოცდილებას” – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

როგორც კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ამ შეხვედრას არანაირი კავშირი არ აქვს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცხადებულ ფასების რეგულირების საკითხთან.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარმე, ირაკლი ლექვინაძემ ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებზე შეხვედრა გამართა, სადაც მიწვეულები იყვნენ :  (EBRD), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად