გიორგი გახარია ზუგდიდიში დახურულ შეხვედრას მართავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან მალხაზ თორიასთან დახურულ შეხვედრას მართავს.

ამ დროისთვის უცნობია შეხვედრაზე რა თემები განიხილეს.

შეგახსენებთ,  21 ოქტომბერს, დაახლოებით 14 :00 საათზე ზუგდიდში, საქართველოს ბანკს თავს დაესხნენ და მძევლები აიყვანეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა, თავდამსხმელს 43 მძევალის გათავისუფლების სანაცვლოდ, მოთხოვნილ თანხა გადასცა. რის შემდეგ მძევლები გაათავისუფლეს.

გალდავა მძევლებს ჩაენაცვალა და თავდამსხლმა ის კიდევ 2 მძევალთან ერთად ბანკიდან გაიყვანა. მოგვიანებით კი სამივე მძევალი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხითან დატოვა და ტყეში გაიქცა. თავდამსხმელი ამ დრომდე თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად