გიორგი გახარია ჟურნალისტს: პირბადე სწორად გაიკეთეთ (ვიდეო)

ასე მიმართა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტს, მას შემდეგ რაც მედიასთან საუბრისას უნებურად ჩაახველა.

არსებობს დადგენილი სტანდარტები, რას ნიშნავს ახლო კონტაქტი, რომელიც უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, ეს არის მეტრზე ახლო დისტანციაზე მყოფი, 15 წუთზე უფრო დიდხანს პირბადეების გარეშე, ასეთი მოცემულობა მე არ მქონია.განაცხადა  გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რატომ არ გადავიდა თვითიზოლაციაში გურიაში გამართული ღონისძიების შემდეგ, სადაც რამდენიმე ადამიანს კოვიდინფექცია დაუდასტურდა.

პრემიერ მინისტრის განმარტებით, მან ტესტირება ჩაიტარა და უარყოფითი პასუხი მიიღო.

„არსებობს დადგენილი სტანდარტები, რას ნიშნავს ახლო კონტაქტი, რომელიც უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში – ეს არის მეტრზე ახლო დისტანციაზე მყოფი, 15 წუთზე უფრო დიდხანს პირბადეების გარეშე. ასეთი მოცემულობა მე არ მქონია. ეპიდემიოლოგების განმარტებით, მე ახლო კავშირი არ ვარ. თქვენ რომ არ გენერვიულათ ჩემს ჯანმრთელობაზე გავიტესტე, როდესაც დავბრუნდი და საბედნიეროდ, უარყოფითი პასუხი მივიღე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად