გიორგი გახარია ზაზა გახელაძეზე: ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები – ყველა მექანიზმი

ჩვენ ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ყველა მექანიზმი, რომელიც დღესმთავრობის ხელშია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძესთან დაკავშრებით განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება აქტიურია ყველა მიმართულებით.

„ხელისუფლება არის უაღრესად აქტიური ყველა მიმართულებით. ჩვენ ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ყველა მექანიზმი, რომელიც დღესმთავრობის ხელშია და ეტაპობრივად თითოეულ ჩვენს მოქალაქესთან მიმართებაში მიზანს მივაღწევთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად