გიორგი გახარია: ვიწყებთ პროგრამა “იმოგზაურე საქართველოში“ – გთხოვთ, აქტიურად ჩაერთეთ

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის დღევანდე სხდომაზე განაცხადა რომ იწყება ახალი პროგრამა „იმოგზაურე საქართველოში“.

„თითოეულ თქვენგანს მინდა ვთხოვო, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოთ მაქსიმალურად აქტიურად. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ახლა პანდემიის წყალობით გვაქვს შესაძლებლობა, ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ, როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, ვიყოთ საუკეთესო გიდები სტუმრებისთვის და საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, მივეხმაროთ დარგს, მივეხმაროთ ტურიზმს, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენი ოჯახის წევრებთან ერთად, კიდევ ერთხელ აღმოვაჩინოთ საქართველო, ის ადგილები, რომლებზეც გვსმენია, წაგვიკითხავს, მაგრამ არასდროს გვინახავს. ეს იქნება ძალზე მნიშვნელოვანი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა იმ რეგიონებს, რომლებიც ტურისტულად იყო მნიშვნელოვანი შეუმსუბუქდეთ კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად