გიორგი გახარია: ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება, მომავალს მივეცი ხმა

მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ დასავლურ სახელმწიფოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთაწმინდის №5 საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც არჩევანი მეუღლესთან, მარიკა ფანცულაიასთან ერთად დააფიქსირა.

„წინასაარჩევნო გარემო, კამპანია აკმაყოფილებდა ყველა სახის დემოკრატიულ მოთხოვნებს. შესაბამისად, მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ, ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ, დასავლურ სახელმწიფოს, სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების, ღირსების ფასი.

ხმა მივეცი, რა თქმა უნდა, ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იქნება კიდევ უკეთესი, ვიდრე არის დღეს. რა თქმა უნდა, ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება, მომავალს მივეცი ხმა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად