გიორგი გახარია: ცაგერში, მეორე ტურში “ლელოს” მხარდაჭერის გამო მადლობელები ვართ

ცაგერში, მეორე ტურში “ლელოს” მხარდაჭერის გამო მადლობელები ვართ, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური ამბები” განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმში “ლელოს” კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ თუ ბალანსის პრინციპი დაირღვევა და უმრავლესობა თუ სრულად “ნაცური” იქნება.

კითხვაზე, არის ვერსია, რომ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა ექნება “ლელოს” წევრს, ასეთ შემთხვევაში, სად წავა მისი მხარდაჭერა და მისი დაბალანსების თეორია ვრცელდება თუ არა აქაც? სხვათა შორის “ლელომ” თქვა, რომ ცაგერში თქვენს კანდიდატს მხარს დაუჭერენ.

გახარიას პასუხი კი ასეთია:

“რა თქმა უნდა, ჩვენ მადლობელები ვართ მხარდაჭერის გამო.

ჩვენ კონკრეტულ შემთხვევებში პრინციპებს არ ვღალატობთ. თუ მაგალითად საკრებულოს თავმჯდომარე იქნება “ლელოს” კანდიდატი და სრულად “ნაცური” შემადგენლობა იქნება, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და პირიქითაც მიუღებელია – სრულად “ოცნების” შემადგენლობა. აქ დაბალანსებულობაა მთავარი”, – თქვა გიორგი გახარიამ.

კომენტარები
იტვირთება...