გიორგი გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

გიორგი გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.

„თანავუგრძნობ და სოლიდარობას ვუცხადებ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებსა და დაშავებულებს და მათ ოჯახებს. ამ მძიმე წუთებში საქართველო გვერდში უდგას თურქეთს”, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 1030 დაშავდა.

პარასკევს, 24 იანვარს, გვიან საღამოს, ქალაქ სივრიდჯთან 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შემდეგ 118 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა, რომელთა სიმძლავრეც 2.7-დან 5.4 მაგნიტუდამდე მერყეობდა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, თურქეთისა და მეზობელი ქვეყნების გარდა, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნეს ასევე ერაყში, სირიაში, ლიბანში, სულ დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა.  მიწისძვრის შედეგად დანგრეულია შენობები, ხოლო კომუნიკაციები შეფერხებებით მუშაობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად