გიორგი გახარია: თუ არ მივეჩვიეთ იმას, რომ სახელმწიფო არის პირველი და მე ვარ მეორე – არაფერი არ გამოვა

„საშუალო კლასი უნდა იყოს აქაც – მარტვილშიც.ეს ნიშნავს, რომ ოჯახს უნდა ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი. და მაშინ უკვე ცხოვრება სხვანაირია, მაშინ უკვე ბევრ სხვა რამეს ვუყურებთ. ეს არის მიზანი და იცოდეთ რომ ეს შესაძლებელია, ამაში არაფერი შეუძლებელი არ არის. ამისთვის კორუფცია არ უნდა იყოს, ნეპოტიზმი არ უნდა იყოს.” – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ მარტვილის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

“შენი მეზობლის შვილი შენ შვილზე უკეთესი თუ არის უნდა თქვა რომ ეს ასეა, უნდა დაუთმო გზა და ეს უნდა გააკეთო ქვეყნის გულისთვის.
სხვანაირად, ჩვენ თუ არ მივეჩვიეთ იმას, რომ სახელმწიფო არის პირველი და მე ვარ მეორე – არ გამოვა არაფერი. მაქედან იწყება ყველაფერი ცუდი. მერე ამბობ „ჩემი ბიძაშვილი, მამიდაშვილი, შვილი…“ და მერე ღირსეული ნიჭიერი ადამიანები აქ იკარგებიან. ამიტომ, არანაირი პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს.ეხლა მე შეიძლება ცოტა პირდაპირ ვლაპარაკობ, მაგრამ სიმართლე ეს არის. სანამ ჩვენ არ გავიგებთ, რომ თუ ნიჭი და ტალანტი და შრომისუნარიანობა არ დაფასდა პირველ რიგში და ჩვენ თუ ამას ცოტა სხვანაირად მივუდექით – არაფერი არ გამოვა. მერე არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ქვეყანა კი მიდის წინ – მაგრამ, ისე ნელა მიდის, რომ არ გვაწყობს,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები
იტვირთება...