გიორგი გახარია თეა წულუკიანზე: თეაზე არ გამაკეთებინოთ კომენტარი, ძალიან საყვარელია

ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერი, პარტია “საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ინგა გრიგოლიას რეპლიკას კულტურის მინისტრ თეა წულუკიანზე.

ჟურნალისტმა მას თეა წულუკიანის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები გაახსენა, სადაც მინისტრმა გახარიაზე თქვა, რომ მისი საქმე პოლიტიკა არ არის.

“თეაზე არ გამაკეთებინოთ კომენტარი, ძალიან სუბიექტური ვიქნები, ძალიან საყვარელია” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

“მე დავინახე ბოლოს საშინლად განაწყენებული ადამიანი, რომელიც ჩაერთო პოლიტიკურ ავანტიურაში. გადადგომის შემდეგ ერთხელ მქონდა შესაძლებლობა საუბრის. ეს პირადი საუბარი იყო და ამაზე საუბარი არ მინდა. მე დღეს არ ვარ კანდიდატი, ამიტომ, არ მაქვს უფლება ამის დებატის. ამის დროც მოვა, თუ გადარჩა მისგან რამე არჩევნების მერე. ეს არის პოლიტიკური ავანტიურა.

ამ ეთერით ასევე მინდა ვისარგებლო და მოვუწოდო ჩემთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანებს, იყავით ფრთხილად, როცა ამ პარტიის გვერდით დგებით. ეს არ არის „ქართული ოცნების“ პროექტი. ნუ დაუჯერებთ, მერე მოვლენ და იტყვიან: „წულუკიანმა არ იცის, თორემ ბიძინასთან დალაგებულები ვართ“. აი, ამ დონის ავანტიურით არიან დაკავებულები. ეს არის ავანტიურა, ხალხნო. არსად არ მიდის ეს გზა.

ახლა რაღაც ტაბუა. მესმის ჩემი გუნდის წევრების, შესაძლოა, ეუხერხულებათ ამაზე საუბარი, რომ მაინც ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ. კი, ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ, მაგრამ ეს მე არ მიკრძალავს კონკრეტული კითხვების დასმას. როდესაც გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, სად იყო მაშინ ხოჯევანიშვილი? როდესაც ეს ხალხი რაღაცას კეკლუცობს, მე, როგორც მისი ქვეშევრდომი, დავუბარებივარ გახარიას თავის კაბინეტში, სულ მცირე ერთხელ შესასრულებლად გაუგონარი დავალებაც მოუცია. მე დიდი მოწიწებით მითქვამს, რომ ეს დავალება ვერ შესრულდება, მერე მას გაუაზრებია, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. როცა ეს ხალხი იყო იქ, სადაც იყო და ყველაფერს მართავდა, გადადგნენ სწორედ იმიტომ, რომ მელია არ დაეჭირათ” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები
იტვირთება...