გიორგი გახარია თბილისელებს: საამაყო მერი გყავთ – ყველაფერს აკეთებს, რომ მეტი სიმწვანე იყოს ქალაქში, სადაც ჩვენი შვილები ისეირნებენ

თბილისის მერია და თბილისის მერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალაქში მეტი სიმწვანე, მეტი რეკრეაცია იყოს, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადგილი იყოს, სადაც ჩვენი შვილები და ბავშვები ისეირნებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის გახსნის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მართლა გულს უხარია, რასაც დღეს აქ ვხედავთ. რა თქმა უნდა, თბილისში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ბევრი ისეთი რაღაც გაჩნდა, რაც ჩვენს თვალს და გარემოს არ მოწონს, მაგრამ თბილისის მერია და თბილისის მერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალაქში მეტი სიმწვანე, მეტი რეკრეაცია იყოს, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადგილი იყოს, სადაც ჩვენი შვილები და ბავშვები ისეირნებენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს. ეს არ უნდა იყოს ერთ-ერთი, ასეთი უნდა გვქონდეს კიდევ ბევრი. რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს და მინდა გავიხსენო, სულ რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ გავხსენით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ რეაბილიტირებული მზიურის პარკი. დღეს ჩვენი გენიალური ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა და შეუძლებელია, რომ ეს არ გავიხსენოთ. ამიტომ, მინდა, თბილისს, თბილისელებს ვუსურვო მეტი ასეთი სიმწვანე, მეტი ასეთი განახლებული, ახალი სიცოცხლით შევსებული სკვერი, იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების სიცოცხლე, ცხოვრება, ყოველდღიურად იყოს კომფორტული. მადლობა თბილისის მერიას, თბილისის მერს. საამაყო მერი გყავთ და წარმატებები. ყველგან გამარჯვებით, ერთად. ცოტათი ჩვენსავე მიღებულ რეკომენდაციას ვარღვევთ, 200 ადამიანზე, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ თბილისელები ამას გვაპატიებენ, იმიტომ, რომ დღეს ამ სკვერის ახალი სიცოცხლე იწყება” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად