გიორგი გახარია: ტესტებზე ისეთი ხალხი საუბრობს, რომლებსაც მედიცინასთან ახლოს არ გაუვლიათ

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ  ზუგდიდში განაცხადა.

“იმდენი სპეკულირება მიმდინარეობს ასეთი ტესტი, ისეთი ტესტი – ადამიანებს რომლებსაც საერთოდ წარმოადგენდა არ აქვთ ამ ტესტებზე. საერთოდ, მედიცინასთან ახლოს არ გაუვლიათ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არის შემდეგ რამ და საქართველო სხვებთან შედარებით დღეს თუ ნორმალურად უმკლავდება გამოწვევებს, პირველ რიგში იმიტომ რომ ჩვენ ვუსმენთ პროფესიონალებს.

როდესაც ეპიდემიოლოგიაზეა საუბარი პოლიტიკოსებს კი არ ვუსმენთ, ვუსმენთ ეპიდემიოლოგებს. როდესაც ეკონომიკაზეა საუბარი ვზივართ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, მსხვილ საფინასო ორგანიზაციებთან და მათთან ვსაუბრობთ, და როდესაც მოქალაქეების პირდაპირ მიზნობრივ დახმარებაზეა საჭირო საუბარი, მაშინ პირდაპირ კავშირთან ვართ ჩვენს მოქალაქეებთან და არავის რჩევა, ასეთი სიტყვიერი, ჭორაობას დავარქმევდი  მე. თუ ვინმე რაიმეს თავი აქვს და შეუძლია ქვეყანას და ჩვენ მოქალაქეებს მივეხმაროთ, მოვიდნენ და იქ სადაც მოქალაქეებს მოხმარება ან დამხარება სჭირდებათ, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს, აი იქ დაგვეხმარონ და არა ტელევიზორიდან,  პოლიტიკური კეკლუცობის დრო არ არის“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად