გიორგი გახარია: ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა

წინ მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

„საქართველოში დამოუკიდებლობის დეკლარაციის 102 წლის იუბილეს ვზეიმობთ. ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, წინ მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად