გიორგი გახარია: სიღარიბის დაძლევის ერთადერთი საშუალება გახლავთ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა

„სიღარიბის დაძლევის ერთადერთი საშუალება გახლავთ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიღარიბეზე, საბოლოო ჯამში, ვსაუბრობთ სამუშაო ადგილებზე. დღეს ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილი უნდა შექმნას თავისუფალმა, ეფექტიანმა და სოციალური პასუხისმგებლობით აღჭურვილმა ბიზნესმა. ამისთვის ჩვენი მთავრობის ძირითადი პრინციპები იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება”.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განცხადა პარლამენტში ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსისა და სოციალ-დემოკრატების“ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, თქმით, სიღარიბის შემცირების გარკვეული დინამიკა ფიქსირდება, თუმცა ეს არ არის საკმარისი და აუცილებელია კონცენტრირება საწარმოო სიმძლავრეების განვითარებაზე.

„ცალკე უნდა გამოვყოთ ადამიანური კაპიტალის განვითარება და ამას ყველაფერს ხელი უნდა შეუწყოს ეფექტიანმა ბიუროკრატიამ, რომლის ეფექტიანი მუშაობაც იქნება ახალი მთავრობის ძირითადი პრინციპი და ძირითადი ამოცანა. სანამ ჩვენ მივაღწევთ სიღარიბის საბოლოო დაძლევას, რა თქმა უნდა, ჩვენმა სოციალურმა სამსახურებმა და სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა უნდა იყოს მაქსიმალურად ფოკუსირებული და მაქსიმალურად ეფექტიანად ახორციელებდეს თავისი სოციალური დაცვის ფუნქციებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად