გიორგი გახარია: შსს-მ იხელმძღვანელა კანონით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და არ შემოუშვა დელეგაციის წევრი 2 დეპუტატი რომელსაც ის დარღვეული ჰქონდათ

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ შემოუშვეს გავრილოვი საქართველოში, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ოკუპაციის შესახებ კანონით იხელმძღვანელეს, რომელიც ჯგუფის 2 წევრ დეპუტატს ჰქონდა დარღვეული და ისინი შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ შემოუშვა ქვეყანაში. ინფორმაციას შინაგან საქემთა სამინისტრო ავრცელებს.

„რუსი დეპუტატების საქართველოში არშემოშვებასთან დაკავშირებით არსებობს  ჩამოყალიბებული სამართლებრივი საფუძველი და ეს არის ოკუპაციის შესახებ  კანონი, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული მოქალაქე არ უნდა იყოს შესული  აფხაზეთის და ცხინვალის ტერიტორიაზე.  ამ ჯგუფიდან შინაგან საქმეთა  სამინისტრომ ამოაგდო 2 დეპუტატის გვარი, რომელსაც დარღვეული ჰქონდათ   კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და არ შემოუშვა ისინი ქვეყანაში.   სხვა პირები, რომლებსაც ეს კანონი დარღვეული ჰქონდათ, ამ ჯგუფის სიაში არ  ყოფილან და სამართლებრივი საფუძველი მათი არ შემოშვების არ არსებობდა. “-  განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად