გიორგი გახარია: შევთანხმდეთ, რომ ეს ნამდვილი დებატები არაა, მაგრამ პასუხისმგებლობა მაქვს ამომრჩევლის წინაშე

შევთანხმდეთ, რომ ეს ნამდვილი დებატები არაა, მაგრამ პასუხისმგებლობა მაქვს ამომრჩევლის წინაშე, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართული დებატების დროს განაცხადა.

“უნდა შევთანხმდეთ და არ უნდა მოვატყუოთ ამომრჩეველი, რომ ეს არ არის ნამდვილი დებატები, მაგრამ მე მაინც ვდგავარ აქ, იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მაქვს ამომრჩევლის წინაშე. უნდა გვესმოდეს, რომ არ არსებობს წარმატებული თბილისი ძლიერი საქართველოს გარეშე და წარმატებული საქართველო ძლიერი თბილისის გარეშე.

ამიტომ თბილისის მერის არჩევა მხოლოდ მერის არჩევა არაა, ეს არის ცვლილებების დასაწყისი მთელი საქართველოს მასშტაბით. საქართველოს პირველ რიგში მართვა და წესრიგი სჭირდება. ასევე არ გვაქვს სამართლიანობა. სამართლიანობა, როდესაც უნდა გვქონდეს თავისუფალი არჩევანი და ამას გვიზღუდავენ მხოლოდ წარსულსა და აწმყოს შორის. ეს ხდება, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” გუშინწინდელი დღეა, ხოლო “ოცნება” გვაბრუნებს “ნაცმოძრაობის” წარსულში. ამიტომ ჩვენ ყველამ აქცენტი უნდა გავაკეთოთ მომავალზე და ავაშენოთ ძლიერი, წარმატებული საქართველო”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები
იტვირთება...