გიორგი გახარია სავარაუდოდ სააკაშვილზე: ახლა რაც შეეხება ზოგიერთ პოლიტიკურ მოცეკვავეს…

“პოლიტიკური მოცეკვავე” – ასე სავარაუდოდ, პრემიერმა გიორგი გახარიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოიხსენია. იმ თემიდან გამომდინარე, რაზეც ის საუბრობდა, საკითხი სწორედ სააკაშვილის დაანონსებულ “ემიგრანტების ჩამოყვანის პროექტს” ეხებოდა.

“კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, ძალზედ აქტუალური თემაა ასე ვთქვათ ზოგიერთი “პოლიტიკური მოცეკვავის საქართველოში მოქალაქეების დაბრუნების საკითხი.

გარდა იმისა, რომ ვისაც სურვილი ჰქონდა, ჩვენ ყველა დავაბრუნეთ სამშობლოში ეტაპობრივად, 21 198 ადამიანს, ეს არის საქართველოს მოქალაქეები, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მთავრობამ ადგილზე გაუწია დახმარება.

ეს ის ხალხია, რომლებმაც ადგილზე დაკარგეს სამსახური, ეს იყო, ქირა, პროდუქტი, და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ეს არ მომხდარა არც გუშინ და არც დღეს.

მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, როცა ასეთ ამბიციურ პროგრამებს აანონსებთ, რომ ქვეყანას აქვს შეზღუდული რესურსი და ჩვენი მიზანი იყო, ეს რესურსი გამოგვეყენებინა უარღესად ეფექტურად” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ. საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე “კოვიდ-19” -ის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს.

პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყო.

.დღევანდელ პლენარულ სხდომას ესწრება საპარლამენტო ოპოზიციაც. კითხვები, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები პრემიერს დაუსვამენ, შეეხება ქვეყანაში შექმნილ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ გეგმას, მოსახლეობისთვის კომპენსაციის მიცემის წესს და ა.შ. მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, მოსალოდნელია, რომ საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენისას მწვავე პოლიტიკური დისკუსია იქნება, თუმცა, მიაჩნიათ, რომ ქვეყანამ პანდემიას თავი ღირსეულად გაართვა.

შეგახსენებთ: პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლას საპარლამენტო ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში ითხოვდნენ, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ხელმეორედ გამოცხადდებოდა, მთავრობის მეთაური დეპუტატების წინაშე ანგარიშვალდებული იყო, რომ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა. აღნიშნულის გარდა, გიორგი გახარიას დეპუტატების წინაშე საჭირო შეკითვებზე პასუხების გაცემა მიმდინარე კვირაში, მეორედ, 29 მაისს მოუწევს. პრემიერ- მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით ოპოზიციამ დაიბარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად