გიორგი გახარია: ახლაც ვთვლი, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ ყოფილა

“მე დღესაც ვთვლი რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობდა და არ არსებობს. პოლიტპატიმრების კონტექსტში სენატორების წერილს არ ვეთანხმები და მე ეს პოზიცია დღესაც დავაფიქსირე.” – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის”

“პრემიერობიდან თუ გადავინაცვლე სხვა სივრცეში ეს არ ნიშნავს რომ მე პოზიციებს ვიცვლი ერთ დღეში, ერთ თვეში. ასე არ ხდება.
მაშინაც ვთვლიდი და ახლა ვთვლი, რომ ქვეყანაში არ ყოფილა, უბრალოდ მმართველი პარტიის არათანმიმდევრულმა და ხშირ შემთხვევაში უგუნურმა პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, რომ შარლ მიშელის შეთანხმებაში გაჩნდა ჩანაწერი პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებთ. აგიხსნით რატომ…  არ შეიძლება პოლიტიკური პარტიის ლიდერი (ნაცმოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია.რედ) დააკავო სპეციალური საშუალებებით. მაშინ როდესაც პარტიის შენობაში შეიჭრნენ როცა ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა. იგივე მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყო უფრო ცივილიზებული გზით. უბრალოდ ამ არაგონივრული ქმედებით დაადასტურეს ის, რაც აღქმებში, ბუნებაში არ არსებობდა“ – განაცხადა გიორგი გახარიამ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

კომენტარები
იტვირთება...