გიორგი გახარია: საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები არ უნდა იყვნენ!

„დღეს ამ საკონსტიტუციო ცვლილების შემდგომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ამოცანაა არჩევნები საქართველოში იყოს დემოკრატიული, სრულად გამჭვირვალე და აკმაყოფილებდეს დასავლურ უმაღლეს სტანდარტებს, რასაც ჩვენ გავაკეთებთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგ გახარიამ განაცხადა.

“ამის შემდეგ უკვე ვის მისცემს ხმას ამომრჩეველი, როდესაც საარჩევნო ურნასთან აღმოჩნდება, ეს მისი გადასაწყვეტია.

მე დარწმუნებული ვარ პარლამენტში გამოსვლის დროს ერთადერთ რაც ჩვენ გვამოძრავებს, მე რაც მამოძრავებს არის ის რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები არ უნდა იყვნენ!” – განაცხადს გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, 117 ხმა 3-ის წინააღმდეგ – პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა  და  მეათე მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატით დაკომპლექტდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად