გიორგი გახარია: საქართველო არის ნატოს და დასავლეთის მთავარი მოკავშირე რეგიონში

დღეს, როგორც არასდროს, დგას ერთიანი დასავლური ალიანსის აუცილებლობის საკითხი, რომელიც მოიცავს აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოს და ევროპის ქვეყნებს და დადგება თავისუფლებისა და დემოკრატიის სადარაჯოზე. ამ კონტექსტში ნატომ სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი უნდა შეასრულოს. ევროპის თანამედროვე უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ბრექსიტის შემდგომი ბრიტანეთი, მისი როლი და ვალდებულებები, – ბრიტანული გამოცემა “დეილი ტელეგრაფი” საქართველოს პრემიერ – მინისტრის, გიორგი გახარიას სტატიას, სახელწოდებით ,”ბრექსიტის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი რუსეთის აგრესიისგან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაგვეხმარება” აქვეყნებს.

როგორც გიორგი გახარია აღნიშნავს, საქართველო არის ნატოს და დასავლეთის მთავარი მოკავშირე რეგიონში.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს, გამომდინარე მისი უნარიდან, სურს მხარდაჭერა გაუწიოს ჩვენი საერთო უსაფრთხოების მიზნებს, შეუძლია წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში, ასევე ჩვენი საერთო მოწინააღმდეგეების შეკავების საქმეში.

„თავისუფალი სამყაროს ამ საერთო ხედვის ფარგლებში საქართველო მზად არის და შეუძლია, იყოს პარტნიორი. ქართული ოცნების მთავრობა ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე, ჩვენი თავდაცვის, სამხედრო უნარების და შესაბამისი შესაძლებლობების შემდგომ განმტკიცებაზე და ნატოს ჯარებთან ურთიერთქმედების გაღრმავებაზე. საქართველოსთვის დიდი სარგებელი მოაქვს საერთაშორისო წვრთნებს და მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას დასავლელი პარტნიორების მხრიდან. როდესაც ვლაპარაკობთ რეგინში არსებულ საფრთხეებისა და უსაფრთხოების გარემოს შესახებ, რომელშიც საქართველოს უწევს არსებობა, ჩვენ ვგულისხმობთ შავი ზღვის ფართო რეგიონს და შავი ზღვის უსაფრთხოების თემას.

საქართველოსთვის არსებითია, რომ შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა აღიარებული იყოს ჩვენი უახლოესი პარტნიორების მიერ, კერძოდ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ბრიტანეთის მთავრობის მიმდინარე განხილვების ფარგლებში. შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიულადაა განლაგებული ევროპას, ევრაზიასა და შუა აღმოსავლეთს შორის. შესაბამისად, ამჟამინდელ სტრატეგიულ, სამხედრო და პოლიტიკურ სიტუაციას შავი ზღვის ფართო რეგიონში სერიოზული უარყოფითი შედეგები ექნება ყველა ევროპული და ნატოს წევრი ქვეყნისთვის. საქართველო არის ნატოს და დასავლეთის მთავარი მოკავშირე რეგიონში. საქართველოს, გამომდინარე მისი უნარიდან, მხარდაჭერა გაუწიოს ჩვენი საერთო უსაფრთხოების მიზნებს, შეუძლია წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში, ასევე ჩვენი საერთო მოწინააღმდეგეების შეკავების საქმეში“, – წერს გიორგი გახარია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად