გიორგი გახარია: სამწუხაროდ, ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობენ, გლობალური ეპიდემიაც პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოიყენონ

„როგორც ყველანი ერთად ვადევნებთ თვალყურს, მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება, განსაკუთრებით ეს აშკარაა ევროპაში. ჩვენთანაც, სამწუხაროდ, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები იზრდება. – ამის შესახებ პრემიემინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“მოგეხსენებათ, ამავე დროს, ჩვენ ვიმყოფებით წინასაარჩევნო პროცესში, სულ მალე, რამდენიმე დღეში გვაქვს არჩევნები. სამწუხაროდ, ყველანი ვხედავთ, რომ ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობენ, გლობალური ეპიდემიაც პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოიყენონ. მინდა, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოვუწოდო მეტი პასუხისმგებლობისკენ, მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ერთად დავიცავთ წესები, ერთად მოვუწოდოთ მოქალაქეებს, რომ ვატაროთ პირბადე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად