გიორგი გახარია: სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემა იყო სისტემურად რეპრესიული და არასამართლიანი, მმართველი გუნდი ამას წლებია ებრძვის

საქართველოს სამართალდამცავი სისტემა, მართლმსაჯულების სისტემა იყო სისტემურად რეპრესიული და არასამართლიანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, გიგა ბოკერიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

გახარიას თქმით, ამასთან ბრძოლა მმართველ გუნდს 2012 წლის შემდგომ, წლების განმავლობაში მოუწია.

„საქართველოს სამართალდამცავი სისტემა, მართლმსაჯულების სისტემა იყო სისტემურად რეპრესიული და არასამართლიანი. ამასთან ბრძოლა 2012 წლის შემდგომ ჩვენ მოგვიწია წლების განმავლობაში. ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე კი არ არის საუბარი, სისტემა იყო მთლიანად კორუმპირებული და ძალადობრივი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად