გიორგი გახარია: სახელმწიფო ეკლესიის და უმრავლესობის ზურგს კი არ უნდა ამოეფაროს, თვითონ უნდა იყო ავანგარდში

“საქმე უნდა აკეთოს ყველამ სახწლმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობა,კონსტიტუცია და ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს ისე,რომ მოქალაქეები კი არ დააპირისრიპოს ერთმანეთს და ეკლესიის და უმრავლესობის ზურგს კი არ უნდა ამოეფაროს,თვითონ უნდა იყო ავანგარდში,პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს” – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პარტია „საქართველოსთვის“ თავის გეგმებს მიყვება.

„მე საერთოდ ამას არანაირ ყურადღებას არ ვაქცევ, ნული იქნება რეაქცია. ახლა მოლოდინით ყველაფერს ველოდებით, მაგრამ ამაზეც რეაქციას არ მივცემთ, ჩვენ უბრალოდ როგორც ვხედავთ, ჩვენს გეგმას მივყვებით. ვხსნით ოფისებს წყნარად, მშვიდად, ვქმნით ახალგაზრდების გუნდს, რომლებიც მშვენივრად მუშაობენ. ჩვენი ახალგაზრდა პოლიტიკოსების გუნდი პარლამენტში მაგალითს აჩვენებენ, როგორი უნდა იყოს ქართველი პოლიტიკოსი, რომლის ძირითადი საზრუნავი არის სახელმწიფო და არა მისი პირადული ან პარტიული ინტერესები. რაც შეეხება ვიღაცა რაღაცას დამიძახებს ან რაღაცნაირ შეფასებას გააკეთებს, არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის ამას არა აქვს. მე ამაზე რეაქცია არ მექნება“, – განახცადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები
იტვირთება...