გიორგი გახარია: საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი ცხადდება!

ამის შესახებ ამ წუთებში საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, გამომდინარე იქედან, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საკმარისად გასაგები არ აღმოჩნდა ის შეზღუდვები, რასაც ხელისუფლება და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ითხოვდნენ.

შესაბამისად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კიდევ უფრო მეტად გაამკაცროს პირობები. ქვეყანაში გამოცხადდა კარანტინი და კომენტასი საათი.

“ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია
დღეს საბოლოო მონაცემებით, ჩვენ საქართველოში გვყავს უკვე 100 ინფიცირებული. იმის მიხუედავად, რომ ამასთან ერთად გვყავს 18 გამოჯანმრთელებული, ინფიცირების ზრდის დინამიკა არის შემაშფოთებელი. დღეს გვაქვს 3 შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ.

ამიტომ, ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 8 საათიდან დაიწყება. ეს კარანტინი ნიშნავს, რომ სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ქალაქებს შორის “-განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად