გიორგი გახარია: რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად

“რა თქმა უნდა, უნდა დავიწყოთ უსაფრთხოებით, რამეთუ დღეს საქართველოს ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგენს ოკუპაცია. რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად და ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ 20 პროცენტზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის შეზღუდვა, რომელიც რეალური ფაქტორია ქვეყნის შემდგომი განვითრებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენი დღევანდელი მოხსენება, რომლითაც ჩვენ პირველ რიგში მოქალაქეების წინაშე წარვდგებით, არის მიმართული იმისკენ, რომ ჩვენ ვისაუბროთ შედეგზე კონკრეტული ოთხი მიმართულებით.

დღეს, რა თქმა უნდა, უსაფრხოება და ადამიანის უფლებები, ეს ის საფუძველია, რომელზეც შემდგომში უნდა დაშენდეს განვითარებული, წარმატებული სახელმწიფო და რომელმაც უნდა შექმნას ფუნდამენტური ბაზა, რომ ჩვენ შეგვეძლოს ვისაუბროთ ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებაზე.

მაგრამ აქ, რა თქმა უნდა, უნდა დავიწყოთ უსაფრთხოებით, რამეთუ დღეს საქართველოს ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგენს ოკუპაცია. რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად და ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ 20 პროცენტზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის შეზღუდვა, რომელიც რეალური ფაქტორია ქვეყნის შემდგომი განვითრებისთვის.
ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ 20 % ჩვენი მიწის ან ტერიტორიის შეზღუდვა, ეს არის ყველა სფეროს, პირველ რიგში, ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ვართ შეზღუდული 20 %-ით. უფრო მეტად ეკონომიკაა შეზღუდული“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად