გიორგი გახარია: როცა „ბანკებით“ სირბილს იმისთვის იწყებ, რომ ცილისწამების კამპანია ააგორო, შემდეგ გაიპარო და დაიმალო, ეს არის პრობლემა

“მათ შეუძლიათ კიდევ ბევრი ილაპარაკონ. მე ხომ ვთქვი, რომ ამ თემაზე საუბარი მე მხოლოდ დავიწყე. შეუძლიათ ბევრი განიხილონ, ილაპარაკონ, ჩართონ ექსპერტები, ტელევიზიები… თვითონაც გააგრძელონ საუბარი, მე ეს არ მაინტერესებს” – ამის შესახებ პარტია “საქართველოს” ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ნარკოტესტთან დაკავშრებული განცხადების საპასუხოდ განუცხადა და განმარტა: “დებატების რომ გეშინია და „ბანკებით“ დარბიხარ, ეს არის პრობლემა”.

“მათ შეუძლიათ კიდევ ბევრი ილაპარაკონ. მე ხომ ვთქვი, რომ ამ თემაზე საუბარი მე მხოლოდ დავიწყე. შეუძლიათ ბევრი განიხილონ, ილაპარაკონ, ჩართონ ექსპერტები, ტელევიზიები… თვითონაც გააგრძელონ საუბარი, მე ეს არ მაინტერესებს. რა თქმა უნდა, ბანკებით სირბილი საქართველოში როცა კანონდმებლობა გავალდებულებს, პრობლემა არ არის. პრობლემა რა არის იცით? „ბანკებით“ სირბილს, რომ იწყებ მაშინ, როდესაც დებატებს გინდა თავი აარიდო. დებატების რომ გეშინია და „ბანკებით“ დარბიხარ, ეს არის პრობლემა, კიდევ პრობლემაა, რომ „ბანკებით“ სირბილს იმისთვის იწყებ, რომ ცილისწამების კამპანია ააგორო, ასე პროპაგანდისტულად, მომზადებული, შემდეგ გაიპარო და დაიმალო. პრობლემა ეს არის თორემ 2020 წლის საპარალამენტო არჩევნები რომ იყო, ჩვენი მოქალაქეების წინაშე ვალდებულება გვქონდა, გამიკეთებია და კიდევ გავაკეთებ, პრობლემა არა მაქვს” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები
იტვირთება...